კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის რეგულირების მიზნებისთვის ი/მ მიხეილ ციციაშვილი მოხსენიებული იქნება, როგორც „mikheil.online“ ხოლო mikheil.online-ის მომხმარებელი მოხსენიებული იქნება როგორც „მომხმარებელი“ ან/და „თქვენ“.
mikheil.online-ი ვალდებულია დაიცვას თქვენი პირადი მონაცემები. წინამდებარე პოლიტიკა ასახავს პროცესს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მიერ თქვენი პირადი მონაცემების დაცვასთან, დამუშავებასთან და გამოყენებასთან. კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებზე თანხმობით თქვენ თანხმობას გვაძლევთ მოვიპოვოთ, დავამუშავოთ და გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკით დადგენილი წესებით.
პერსონალურ ინფორმაციის შეგროვება
mikheil.online თქვენს შესახებ ინფორმაციას აგროვებს თქვენს მიერ საწარმოს ვებ გვერდზე ვიზიტისას და ამავე საწარმოს მომსახურებით სარგებლობისას. ჩვენ გვჭირდება თქვენს შესახებ ისეთი მონაცემები, როგორიცაა სახელი, გვარი, მისამართი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, ასევე ფინანსური ინფორმაცია, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა, რათა კომპანიამ სრულფასოვნად გაგიწიოთ მომსახურება. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ მოვითხოვოთ თქვენი პირადობის და მისამართის დამადასტურებელი საბუთები.
თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის, თქვენი მიმდინარე სტატუსის და თქვენს მიერ განსახორციელებელი ტრანზაქციის ტიპის მიხედვით.
ჩვენ ვიმახსოვრებთ თქვენს ბრაუზერს, IP მისამართს, თქვენს მიერ გამოგზავნილ ელექტრონულ შეტყობნებას და ჩვენი მომსახურების მეშვეობით განხორციელებულ ტრანზაქციებზე ინფორმაციას, ასევე ინფორმაციას შეგროვებულს ქუქი ფაილების მიერ.
პირადი ინფორმაციის გამოყენება
თქვენი პირადი ინფორმაცია გამოყენებული იქნება თქვენი mikheil.online-ის ანგარიშის ამოქმედების და ჩვენს მიერ მომსახურების სრულფასოვნად გაწევის მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარების მიზანია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მომხმარებელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია, კონტროლი, ასევე თაღლითური და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა, შეზღუდვა და ჩვენი ფინანსური რისკის მართვა.
ჩვენ შესაძლოა თქვენი პერსონალური ინფორმაცია გავუმჟღავნოთ პარტნიორ კომპანიებს, მათ ან/და ჩვენ აგენტებს ან/და სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს ქვეყნის გარეთ ან/და შიგნით, მხოლოდ ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ყველა იმ სუბიექტს რომელსაც mikheil.online-ი გაუმჟღავნებს პერსონალურს ინფორმაციას აქვს ვალდებულება დაიცვას mikheil.online-ის მიერ გამჟღავნებული პერსონალური ინფორმაცია.
ასევე, ჩვენ შეიძლება თქვენი ინფორმაცია გადავცეთ სახელმწიფო ორგანოებს, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სასამართლო განჩინების, ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი მითითების საფუძველზე და კანონმდებლობით დადგენილი მიზნების შესაბამისად.
თუ პირადი მონაცემების მოპოვება ხდება მესამე პირის, მაგალითად, მოვაჭრის, სარეკლამო ვებ გვერდის ან mikheil.online-ის პარტნიორი ვებ გვერდის მიერ ან მისი საშუალებით, თქვენი პირადი მონაცემების შეგროვება და გამოყენება შესაძლოა ასევე დარეგულირდეს მესამე პირის კონფიდენციალობის შესახებ პოლიტიკით.
შემოწმების მიზნით, ჩვენი სერვისებით სარგებლობისას, თქვენი IP მისამართები, ასევე სისტემაში შესვლის დროები ფიქსირდება და ინახება თაღლითური მოხმარების თავიდან აცილებისა და ჩვენი სერვისების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
ქუქი ფაილები და მათი გამოყენება
ჩვენ ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები. ქუქი არის მოკლე ტექსტური ფაილი, რომელსაც თქვენს მყარ დისკზე ინახავს ვებ გვერდი, რომელსაც თქვენ ესტუმრეთ. ტექსტური ფაილი შეიცავს ინფორმაციას და სხვა მიზნებთან ერთად გამოიყენება მნახველის მიერ შესაბამისი ვებ გვერდით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.
ქუქი-ფაილის საშუალებით მოპოვებული და შენახული ინფორმაცია შესაძლოა შედარდეს ჩვენს სისტემაში მოპოვებულ და შენახულ პირად მონაცემებს.
ქუქი ფაილები გვეხმარება დავიმახსოვროთ მომხმარებელი. როდესაც თქვენ შედიხართ ვებ გვერდზე ის აქტივირდება, ხოლო როდესაც ტოვებთ მას ავტომატურად ხდება დეაქტივაცია. თქვენ შეგიძლიათ არ დაუშვათ ქუქი ფაილები თქვენს კომპიუტერში, თუმცა ამ შემთხვევაში არ გექნებათ შესაძლებლობა ესტუმროთ ჩვენი ვებ გვერდის ყველა გვერდს.
კომუნიკაცია
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება ხდება პირდაპირი და არაპირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, რათა კომპანიამ შეძლოს თქვენთვის საინტერესო შეთავაზებების მოწოდება, რის საფუძველზეც თქვენ პერიოდულად ინფორმაციას მიიღებთ პროდუქტებზე, სერვისებსა და სიახლეებზე საინფორმაციო შეტყობინების გზით, თუ თქვენ არ დააფიქსირებთ რომ არ გსურთ ამგვარი შეტყობინებების მიღება. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი საინფორმაციო შეტყობინებების მიღება/არმიღებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის შეცვლა უნიფეის ანგარიშის განყოფილებაში ან საინფორმაციო შეტყობინებაში არსებული მითითების შესაბამისად. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მაინც მიიღებთ ისეთ შეტყობინებას თქვენი ანგარიშის შესახებ, როგორიცაა ტრანზაქციებთან დაკავშირებული ელექტრონული შეტყობინებები ან თქვენი ანგარიშის ფუნქციონირებასთან ან ჩვენს სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა შეტყობინებები.
ლინკები
mikheil.online-ის ვებ გვერდი შეიცავს მესამე პირთა ვებ გვერდების ბმულებს. გაცნობებთ, რომ mikheil.online-ი პასუხს არ აგებს მესამე პირთა აღნიშნული ვებ გვერდების კონფიდენციალურობაზე.
ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ გაეცნონ თითოეული იმ ვებ გვერდის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ განცხადებებს, რომელსაც ეწვევიან ჩვენს ვებ გვერდზე არსებულ ბმულზე. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ mikheil.online-ის ვებ გვერდზე და მის სერვისებზე.
უსაფრთხოება
mikheil.online-ი იცავს თქვენს პირად მონაცემებს არასანქცირებული წვდომისგან, გამოყენებისგან ან გამჟღავნებისგან. თქვენს მიერ mikheil.online-ის ანგარიშით სარგებლობის მომენტიდან, ყველა ინტერნეტ კომუნიკაცია დაცულია SSL (დაცული სოკეტების ფენა) პროტოკოლის გამოყენებით, რომელსაც გააჩნია უსაფრთხოების მაღალი დონის 1028 ბიტიანი სიძლიერის შიფრირების უნარით და სერტიფიცირებულია Thawte–ის მიერ. თუმცა, დაცვის ასეთი მაღალი დონე მხოლოდ ქმედითია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თავად დაიცავთ უსაფრთხოების ნორმებს. თქვენ არ უნდა გაანდოთ სხვას საკუთარი ანგარიშის დეტალები. თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ mikheil.online-ის სისტემაში შესასვლელად საჭირო თქვენი რომელიმე რეკვიზიტის კონფიდენციალურობას შეექმნა საფრთხე, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ აღნიშნული ინფორმაცია თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს mikheil.online-ის ანგარიშში შესვლისთანავე, თქვენ ასევე დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურს (mikheilonline@gmail.com) და გვაცნობოთ ის მიზეზი, თუ რატომ გგონიათ, რომ თქვენს ანგარიშს საფრთხე ემუქრება.
ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
კონფიდენციალურობის შესახებ პოლიტიკაში ცვლილებები გამოქვეყნდება ჩვენს ვებ გვერდზე. თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ mikheil.online-ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლებულ ვერსიებს.
თქვენი პირადი მონაცემების გამოყენება წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკისგან განსხვავებული საფუძვლებით შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში.
mikheil.online-ი ვალდებულია შეინახოს კლიენტების შესახებ მოპოვებული ყველანაირი სახის ინფორმაცია, აგრეთვე კლიენტის ანგარიშთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საქმიანი კორესპონდენცია საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან ან ერთჯერადი გარიგების დადებიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია 5 წელზე მეტი ხნით, თუ მისი წაშლა არ არის შესაძლებელი სამართლებრივი ან კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე