წესები და პირობები
აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს ი/მ მიხეილ ციციაშვილის (ს/კ 0102100856) საკუთრებას
თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე შესვლა და შეკვეთის განთავსება ესეიგი თქვენ ეთანხმებით ჩვენი ხელშეკრულების პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პირობებს
ხელშეკრულების პირობებთან და შემდგომში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ: mikheilonline@gmail.com
1. ზოგადი პირობები
ტერმინთა განმარტება: ჩვენ - ი/მ მიხეილ ციციაშვილი, შემდგომში -კომპანია mikheil.online ; თქვენ - პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე; ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებგვერდზე;
ხელშეკრულება - წინამდებარე დოკუმენტი;
ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ: ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება, მიიღოთ ვებგვერდის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი გადახდები;
-
დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს;
-
წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
-
დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;
-
მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენი პირადი ანგარიშის ინფორმაცია;
-
არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ;
-
არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს;
-
არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;
-
არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;
-
2. რეგისტრაცია პროდუქტის შეძენა შესაძლებელია საიტზე პროდუქტის შეკვეთის საფუძველზე (რეგიტრაციის შემდეგ, ან რეგისტრაციის გარეშე).
რეგისტრაციის ან საიტზე ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში თქვენ დაეთანხმებით იმას, რომ წარადგენთ მხოლოდ ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას, და მოახდენთ ამ ინფორმაციის განახლებას თუ ის შეიცვლება. დარეგისტრირებისას თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ მანდატს სისტემაში ავტორიცაზიისათვის (თქვენი სახელით და პაროლით შესვლა „ანგარიშს"). mikheil.online – ის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ვებ-გვერდზე შესვლა და მომსახურებით სარგებლობის უფლება მანამდე შეწყვეტილ იქნა mikheil.online– ის მიერ, არ აქვთ უფლება დარეგისტრირდნენ ანგარიშის გასახსნელად. არც თქვენ შეგიძლიათ რომელიმე ამ პირს დაავალოთ თქვენი ანგარიშით სარგებლობა თქვენს მაგიერ.
3. მომსახურების მიღებისა და ვებგვერდის გამოყენების პირობები
მიტანის სერვისი: ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ არ დავუშვათ ან სხვა სახით შევზღუდოთ ჩვენი მომსახურების მიღება.
ციფრული პროდუქციის შეძენის შემთხვევაში თქვენ მოგეცემათ საშუალება მყისიერად გადმოიწეროთ შეძენილი ფაილი ან/და ონლაინ კურსის შეძენის შემთხვევაში მყისიერად მიიღებთ კურსზე წვდომას ვებგვერდის გამოყენებით;
შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე: ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ ამ ვებგვერდით მიწოდებული მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე. ჩვენგან ვერ მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან ამ ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის ჩვენ სისტემებში არასანქცირებული შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ:
1) ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს
2) ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით;
3) შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა:
ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით; მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი პირობების გამო. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა , რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარმუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისაგან/ მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი ხართ თქვენ.
4. მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები
კონფიდენციალურობა ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა (როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი), როდესაც თქვენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში, როგორიცაა მაგალითად ანგარიშის გახსნა, ჩვენთან პროდუქტის შეძენა. პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. თქვენი ბარათის დეტალები არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს მიერ შესაძლებელია გამოყენებული იქნას: თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად; სტატისტიკური მონაცემების მოსაგროვებლად, მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით; ვებგვერდის მართვისთვის; სპეციალური შემოთავაზების გასაკეთებლად, რომელმაც შესაძლოა დაგაინტერესოთ და თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად.
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ სანავიგაციო პროგრამის (browser) სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP" მისამართს. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებგვერდზე. არაპირადი
5. ონლაინ შესყიდვის პროცედურა
შეკვეთების მიღება ხდება ყოველდღე 24 საათის განმავლობაში.ონლაინ შესყიდვისთვის უნდა აირჩიოთ სასურველი პროდუქტი და ჩააგდოთ ვირტუალურ კალათში; ნავიგაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კატეგორიები და ქვე-კატეგორიები;
6. შეკვეთის მიღება და მიწოდება
ციფრული პროდუქციის შეძენის შემთხვევაში თქვენ მოგეცემათ საშუალება მყისიერად გადმოიწეროთ შეძენილი ფაილი ან/და ონლაინ კურსის შეძენის შემთხვევაში მყისიერად მიიღებთ კურსზე წვდომას ვებგვერდის გამოყენებით;
7. საკონტაქტო ინფორმაცია
-
ი/მ მიხეილ ციციაშვილი
-
ს/კ 0102100856
კონტაქტი : https://www.mikheil.online/contact